2014 წლის 22 დეკემბერს ხიდისთავის საჯარო სკოლაში გაიმართა "სამცნიერო პიკნიკი" , " სამეცნიერო პიკნიკი "ერთ-ერთი მათგანია იმ მიკროპროექტებიდან, რომელმაც ცენტრი "აფხაზეთის" მიერ გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლება და ხალისიანი ფორმით ხელი შეგვეწყო საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესისა და მოტივაციის გაზრდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გორის მეთერთმეტე , მერვე და პატარა გარეჯვარის საჯარო სკოლებმა . პიკნიკის მიმდინარეობისას ხიდისთავის საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის წევრებმა წარმოადგინეს რამდენიმე საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტი : "შუშხუნა ტაბლეტები", "გლიცერინის თვითაალება" , "ვერცხლის სარკის რეაქცია", ნატრიუმის წყალთან ურთიერთქმედება, "სპილოს ხორთუმები", "ქიმიური ვულკანი", დენთის აალება, ბენზოის მჟავას სუბლიმაცია, "ფარაონის გველები", "ოქროს წვიმა", აგრეთვე წარმოდგენილი იყო ფიზიკის კლუბის ექსპერიმენტები. მოწვეულმა სკოლებმაც წარმოგვიდგინეს საინტერესო ექსპერიმენტები. მოსწავლეებმა იხალისეს წარმოდგენილი ექსპერიმენტებით და მსურველებმა ინსტრუქციის გამოყენებით თვითონაც განახორციელეს.
No comments:
Post a Comment