Tuesday, December 23, 2014

'სამცნიერო პიკნიკი" ხიდისთავის საჯარო სკოლაში

 2014 წლის 22 დეკემბერს ხიდისთავის საჯარო სკოლაში გაიმართა "სამცნიერო პიკნიკი" ,   " სამეცნიერო პიკნიკი "ერთ-ერთი მათგანია იმ მიკროპროექტებიდან,  რომელმაც ცენტრი "აფხაზეთის" მიერ გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლება და ხალისიანი ფორმით ხელი შეგვეწყო საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესისა და მოტივაციის გაზრდა

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო გორის  მეთერთმეტე , მერვე  და  პატარა გარეჯვარის საჯარო სკოლებმა . პიკნიკის მიმდინარეობისას ხიდისთავის საჯარო სკოლის   ქიმიის კლუბის წევრებმა   წარმოადგინეს რამდენიმე საინტერესო  და სახალისო ექსპერიმენტი : "შუშხუნა ტაბლეტები",  "გლიცერინის თვითაალება" ,  "ვერცხლის სარკის რეაქცია", ნატრიუმის წყალთან ურთიერთქმედება, "სპილოს ხორთუმები",  "ქიმიური ვულკანი", დენთის  აალება,  ბენზოის მჟავას სუბლიმაცია, "ფარაონის გველები", "ოქროს წვიმა",  აგრეთვე წარმოდგენილი იყო ფიზიკის კლუბის ექსპერიმენტები. მოწვეულმა სკოლებმაც წარმოგვიდგინეს საინტერესო ექსპერიმენტები. მოსწავლეებმა იხალისეს  წარმოდგენილი ექსპერიმენტებით და  მსურველებმა   ინსტრუქციის გამოყენებით  თვითონაც განახორციელეს.

Monday, December 1, 2014

ქიმიის კლუბის მესამე მეცადინეობა

ჩატარდა ხიდისთვის საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის მესამე მეცადინეობა.. ვიმუშავეთ პროექტზე , დავსახეთ  აქტივობები რომლების უნდა განვახორციელოთ ამ პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ ექსპერიმენტები . წევრები მუშაობით კმაყოფილები დარჩნენ

ქიმიის კლუბის მეორე მეცადინეობა

ჩატარდა ხიდისთავის საჯარო სკოლის  ქიმიის კლუბის მეორე მეცადინეობა.შეხვედრა დავიწყეთ ენერჯაიზერებით. შემდეგ კლუბის წევრებმა   იმსჯელეს  საგნის სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე . ჩავატარეთ საინტერესო ექსპერიმენტები :  ქიმიური იო-იო,  სახამებლის განსაზღვრა  იოდის სპირტხსნარით,

ხიდისთავის საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის პირველი მეცადინეობა

ოქტომბერს გაიმართა ხიდისთვის საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის პირველი მეცადინეობა .  კლუბის წევრები გავეცანით ერთმანეთს . წევრებს გავაცანი კლუბური მუშაობის კონცეფცია, მიზნები. ჩავატარეთ ექსპერიმენტები; გლიცერინის თვითაალება ,  ნატრიუმის ურთიერთქმედება წყალთან . გავხალისდით ენერჯაიზერებით.